Traumatic brain injury (TBI) is a leading cause of death and permanent disability in children and adolescents. Study of TBI with reliable and high-quality data represents the basis for effective strategies for injury prevention. The database of the National Center for Disease Control and Public Health of Georgia for 2018 was studied to identify TBI cases treated at the largest children's hospital in Georgia. Cases were included based on the S06 diagnosis coded of ICD-10. Descriptive statistics were used to describe traumatic brain injuries. М. Iashvili Childrens'hospital treated 296 pediatric brain injuries in 2018. TBIs were more common in boys (n=180, 61,1%) than in girls (n=116, 38,9%), and patients aged 10 -14 were most frequent. 8 (4,4%) of male patients and 2 (1,7%) of female patients required more than 15 days of in-patient treatment. More than two thirds of children had suffered TBI due to falling 198 (66.6%), followed by road traffic injuries 56 (18.9%) and other type of blunt force 42 (14.2%). 54.3% of all TBI patients required at least one day of hospital stay. Most of the TBI patients 220 (74,3%) were brought to the hospital by private transportation. In-patient treatment was completed in 293 (98.9%) of cases, three (1%) male patients died. In all three cases of lethal outcome, the cause of injury wasroad traffic. Based on existing data, it was possible to study just part of TBI epidemiological properties. TBI national reporting formats do not cover information about location and time of injuries, place of occurrence, therapeutical treatment and severity of the illness. To study the full epidemiological picture of TBI, retrospective studies based on the medical history in hospitals are needed.
შესავალი:: თავის ტვინის ტრავმული დაზიანება სიკვდილიანობის და მუდმივი შეზღუდული შესაძლებლობების განმაპირობებელ წამყვან მიზეზს წარმოადგენს ბავშვებსა და მოზარდებში. თავის ტვინის ტრავმული დაზიანებების შესწავლა, საიმედო და მაღალი ხარისხის მონაცემების საფუძველზე, პრევენციის ეფექტიანი სტრატეგიების საფუძველს წარმოადგენს.
მეთოდები:: შესწავლილი იქნა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2018 წლის მონაცემთა ბაზა თავის ტვინის ტრავმული დაზიანებების იმ შემთხვევევის იდენტიფიცირებისთვის, რომელთა მკურნალობაც მიმდინარეობდა საქართველოს უმსხვილეს ბავშვთა ჰოსპიტალში. შემთხვევების შერჩევა მოხდა ICD-10-ის მიხედვით S06 დიაგნოზის საფუძველზე. აღწერილობითი სტატისტიკური მონაცემები გამოყენებულ იქნა თავის ტვინის ტრავმული დაზიანებების აღწერის მიზნით.
შედეგები:: 2018 წლის განმავლობაში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში მკურნალობდა 296 პაციენტი თავის ტვინის ტრავმული დაზიანებით. თავის ტვინის ტრავმული დაზიანება უფრო ხშირი იყო ვაჟებში (61,1%), გოგონებთან შედარებით (38,9%). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ასაკობრივ კატეგორიაში 10–14 წელი. მამრობითი სქესის პაციენტების 4,4%-ს და მდედრობითი პაციენტების 1,7%-ს სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა 15 დღეზე ხანგრძლივად. ბავშვების ორ მესამედზე მეტმა (66,6%) თავის ტვინის დაზიანება მიიღო დაცემის შედეგად, შემთხვევათა 18,9%-ის მიზეზი იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, ხოლო 14,2%-ის - დარტყმა. პაციენტების 54,3%-ს დასჭირდა ერთდღიანი ჰოსპიტალიზაცია. პაციენტების უმრავლესობა (74,3%) ჰოსპიტალში ტრანსპორტირებული იყო კერძო სატრანსპორტო საშუალებით. სტაციონარული მკურნალობა დასრულდა შემთხვევათა 98,9%-ში, სამი მამრობითი სქესის პაციენტი (1%) გარდაიცვალა. ლეტალური შედეგის მქონე სამივე შემთხვევის მიზეზი იყო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
დასკვნა:: არსებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ეპიდემიოლოგიური მახასიათებლების მხოლოდ ნაწილის შესწავლა. თავის ტვინის ტრავმული დაზიანებების ეროვნული ანგარიშგების ფორმატი არ მოიცავს ინფორმაციას ტრავმის ლოკაციისა და დროის, შემთხვევის მიღების ადგილის, თერაპიული მკურნალობისა და დაავადების სიმძიმის შესახებ.
თავის ტვინის ტრავმული დაზიანების სრული ეპიდემიოლოგიური სურათის შესასწავლად საჭიროა ჰოსპიტლებში სამედიცინო ისტორიებზე დაფუძნებული რეტროსპექტული კვლევების ჩატარება.
ВВЕДЕНИЕ:: черепно-мозговая травма (ЧМТ) является основной причиной смерти и постоянной нетрудоспособности у детей и подростков. Исследование ЧМТ с достоверными и высококачественными данными является основой для эффективных стратегий профилактики травматизма.
МЕТОДЫ:: База данных Национального центра контроля заболеваний и общественного здоровья Грузии на 2018 год использовалась для выявления случаев ЧМТ, пролеченных в крупнейшей детской больнице в Грузии. Случаи были включены на основании диагноза S06, кодированного класификатором ICD-10. Описательные статистические данные были использованы для описания пациентов и их черепно-мозговых травм.
Результаты:: в течение 2018 г. в детской больнице им. Иашвили прошли лечение 296 пациентов с черепно-мозговой травмой. ЧМТ чаще встречалась у мальчиков (61,1%), чем у девочек (38,9%), а самый высокий показатель наблюдался в возрастной группе 10–14 лет. 4,4% пациентов мужского пола и 1,7% пациентов женского пола нуждались в стационарном лечении более 15 дней. Более двух третей детей перенесли ЧМТ из-за падения (66,6%), за которым последовали дорожно-транспортные происшествия (18,9%) и другие виды трамв от удара (14,2%). 54,3% всех пациентов с ЧМТ требовали не менее одного дня пребывания в стационаре. Большинство пациентов с ЧМТ (74,3%) были доставлены в больницу частным транспортом. Стационарное лечение было завершено в 98,9% случаев, три пациента мужского пола (1%) умерли. Во всех трех случаях летального исхода причиной травмы стало дорожно-транспортные происшествие.
ЗАКЛЮЧЕНИЕ:: На основании существующих данных можно было изучить только часть эпидемиологических харастеристик ЧМТ. Национальная система отчетности ЧМТ не включают информацию о локации и времени травм, месте возникновения, терапевтическом лечении и тяжести заболевания.
Для изучения полной эпидемиологической картины ЧМТ необходимы ретроспективные исследования, основанные на истории болезни в больницах.